­

NanoDrop™ One/OneC  Microvolume UV-Vis სპექტროფოტომეტრი Wi-Fi-ს თანხლებით

 

გაუმჯობესებული Thermo Scientific™ NanoDrop™ One Microvolume UV-Vis სპექტროფოტომეტრის საშუალებით შესაძლებელია ნიმუშის ხარისხის დადგენისას ძვირადღირებულ დანახარჯები და ხარვეზები  თავიდან ავიცილოთ. დნმ-ის და რნმ-ის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება ხორციელდება წამებში, მხოლოდ 1-2 µL ნიმუშის მოცულობით. შედეგად მიიღება სრული სპექტრის მონაცემები, ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოვიყენოთ თუ არა ნიმუში შემდგომი კვლევისთვის. აღნიშნულ მოდელზე ხელმისაწვდომია დამატებითი პოზიცია კიუვეტისთვის.

აღწერა:

სპექტროფოტომეტრი მაღალი რეზოლუციის სენსორული ეკრანით, ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს ჩვენს სამეცნიერო მიზნებთან. მძლავრი, დიაპაზონის ავტომატური განსაზღვრის ტექნოლოგია აუმჯობესებს ექსპერიმენტის სიზუსტეს კონცენტრირებული ნიმუშების შემთხვევაშიც, განზავების საჭიროების გარეშე. აპარატის ახალი მოდელი NanoDrop 2000/2000c სპექტროფოტომეტრების ინოვაციური ალტერნატივაა.

Acclaro - ნიმუშის გონივრული გამოყენების ტექნოლოგია

Acclaro ტექნოლოგია აუმჯობესებს ნიმუშის ხარისხის გაგების შესაძლებლობას  და იძლევა ზუსტ რაოდენობრივ მონაცემებს. დამაბინძურებელი აგენტების ადრეული დეტექცია შესაძლებელს ხდის თავიდან ავიცილოთ ექსპერიმენტის მომდევნო ეტაპებზე წარმოშობილი პრობლემები. სანდო მონაცემების მიღების შესაძლებლობა ინტეგრირებული სენსორის და ციფრული ფოტოების ანალიზის მეშვეობით.

  • NanoDrop One/NanoDrop OneC დახვეწილი ტექნოლოგიები;
  • ინტეგრირებული Android™ tablet გამორიცხავს ცაკლე კომპიუტერის საჭიროებას;
  • ავტომატური გაზომვის და ავტომატური კონტროლის ფუნქციები;
  • ფუნქციების ჩართვა/გამორთვის  შესაძლებლობა სინსორულ ეკრანზე ხელის ერთი შეხებით;
  • ფართო დინამიკური დიაპაზონი - დიაპაზონის ავტომატური რეგულირების ტექნოლოგიის გამოყენებით არ არის საჭირო განზავებები მაღალკონცენტრირებული ნიმუშების შემთხვევაში;
  • ინტეგრირებული სასწავლო მასალები - ტექნიკური მხარდაჭერის დოკუმენტების არქივი და სასწავლო ანიმაციები;
  • მონაცემთა ექსპორტის მრავალფეროვანი არჩევანი: მონაცემთა ტრანსფერი USB-ის, Wi-Fi -ის ან Ethernet - კავშირის საშუალებით, ან Thermo Fisher Cloud -ზე ატვირთვა Wi-Fi-ს ან Ethernet - ის საშუალებით.

სპექტრის ფართო დიაპაზონი (190-850 nm) სხვადასხვა ტიპის ნიმუშების ანალიზისთვის:

  • პეპტიდები (205 nm)
  • დნმ და რნმ (260 nm)
  • გასუფთავებული ცილები (280 nm)
  • ტოქსიკოლოგიური ექსპერიმენტები და ინდუსტრიული საღებავები (490 nm)
  • ოქროს ნანონაწილაკები (520 nm)
  • კოლორიმეტრული ცილის ექსპერიმენტები (BCA 562 nm, ბრედფორდი 595 nm, მოდიფიცირებული ლოური 650 nm, Pierce 660 660 nm)
  • სიმკვრივის ოპტიკური გაზომვა (600 nm)
  • ნიმუშების სისუფთავის ფარდობითი კალკულაცია (A260/A280 nm და A260/A230 nm).
  • მარტივად გამოსაყენებელი პროგრამა მოიცავს პროტოკოლის შექმნის და მონაცემთა ექსპორტის შესაძლებლობებს.